კივილი

sashishi istoriebi

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა. ჩვენი მეზობლები, რომლებიც ზევით ცხოვრობენ – ნატალია და ვიქტორი. მათ ორი შვილი ჰყავთ. მშვენიერი ოჯახია. ბიჭს ანტოშკა, გოგონას კი ლუბა ჰქვია. ბიჭი ერთი წლის არის, გოგონა ხუთის. ლუბა საყვარელი ბავშვია. სულ იცინის. აქტიური ბავშვია. ეს ოჯახი ცოტა ხნის წინ გადმოვიდა აქ, მაგრამ მათ უკვე ყველა იცნობს.

ერთხელ ისინი აგარაკზე დასასვენებლად წავიდნენ. საკუთარი თვალით დავინახე როგორ ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. მათი ბინა დაცარიელდა. იმ დღეს სახლში მარტო ვიყავი. ტელევიზორს გვიანობამდე ვუყურებდი. უეცრად მაღლიდან საშინელი, არაადამიანური კივილის ხმა გავიგე. ბინა ხომ ცაირიელი იყო? ისინი რომ დაბრუნებულიყვნენ აუცილებლად გავიგებდი. კარგი სმენა მაქვს. ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მაგრამ კივილი განმეორდა. უკვე მეშინოდა. გარეთ გავედი და მეზობლების ბინასთან ავედი. კივილი ისევ განმეორდა. პოლიცია გამოვიძახე. კიდევ რამდენიმე მეზობელი გამოვიდა გარეთ.

თურმე მარტო მე არ მესმოდა კივილის ხმა. მეზობლებიც შეწუხდნენ. მალე პოლიცია მოვიდა. ყველაფერი მოვუყევით. ისინი რაღაც არ ჩქარობდნენ საქმის გაკეთებას, თუმცა კივილის ხმა რომ გაიგეს, მაშინვე კარების შემტვრევა დაიწყეს. დამხმარე ძალაც გამოიძახეს. კარებს ვერ ამტვრევდნენ. თითქოს მხოლოდ საკეტი კი არა, სხვა რამეც იჭერდა. საბოლოოდ კარები შეანგრიეს.

ჩვენს წინ საშინელი სანახაობა გადაიშალა. ყველგან სისხლი. შესასვლელის შუაში რაღაც პატარა ეგდო და ფართხალებდა. ახლოს მივედით. ეს ლუბა იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და საწყალი გოგონა წაიყვანეს.

ამ დროს მისი მშობლები დაბრუნდნენ. თქვეს, რომ ლუბა თან წაიყვანეს. აგარაკზე მისულებმა დაინახეს რომ ლუბა სახლში შევიდა. ამის შემდეგ გოგონა გაქრა. მას ვეღარ პოულობდნენ. მერე ვიღაცამ დარეკა და თქვა:

– ლუბა ქალაქში არის, თქვენს ბინაში.

კაცის ხმა იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. აგარაკზე ბებია ცხოვრობდა. თუ ეს ხუმრობა იყო, მაშინ ლუბას სახლში ბებია დახვდებოდა. დედ-მამა ქალაქში დაბრუნდნენ და ჩვენგან ყველაფერი გაიგეს.

ლუბა ფიზიკურად კარგად არის. ცუდია რომ ვეღარ ლაპარაკობს. ექიმები ამბობენ, რომ შეიძლება სამუდამოდ მუნჯი დარჩეს.

ბინაში უცხოს ყოფნის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. აგარაკზე მისული ბავშვი ქალაქში როგორ გაჩნდა? ვინ ჩაიდინა ეს საშინელება.

მათი ოჯახის საცხოვრებლად სხავაგან გადავიდა. მათ აღარ შევხვდრივარ.

დატოვე კომენტარი