დექსტერი – სერიალში დაშვებული შეცდომები

დექსტერი

დექსტერი – ცნობილი ამერიკული სერიალი მაიამის პოლიციაში მომუშავე კაცზე, რომელიც სერიული მკვლელია. სერიალის გადაღების იდეა ,,Showtime” – ს, ჯეფ ლინდსის შემოქმედებამ შთააგონა, თუმცა წიგნების მიხედვით მხოლოდ პირველი სეზონია გადაღებული.

ბავშვობაში გადატანილი მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვის გამო დექსტერ მორგანი სრულიად უგრძნობი ადამიანია. პატარაობაში მამობილი ჰარი ეხმარებოდა და ყველაფერს ასწავლიდა, რაც დექსტერს თავისი ,,ბნელი მეგზურის” დამალვაში დაეხმარებოდა.

მომავალში დექსტერი ცდილობს, რომ ხალხს თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანია. ეხმარება დას, ჰყავს მეგობრები და შეყვარებული. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. უგრძნობი დექსტერი რაღაცას გრძნობს. სულ პირველად ეს მაშინ ხდება, როცა თავისი ძმის, ბრაიან მოზერის არსებობის შესახებ იგებს.

სერიალის პირველი ოთხი სეზონი სავსეა ისეთი მომენტებით, რომლებიც აშკარად აჩვენებენ თუ რა არასწორია ჰარის მიერ ნასწავლი ცხოვრების წესი: იცოცხლე, მოკალი დამნაშავე და დანაშაულის კვალი წაშალე – ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი იყავი. მანიაკი ხალხს იმის გამო დაუახლოვდება, რათა თავი ნორმალურ ადამიანად მოაჩვენოს და ამ დროს მათ მიმართ გრძნობები გაუჩნდება. მეოთხე სეზონის ბოლოს აშკარად გრძნობს ძლიერ სტრესს, რაც ახლობელი ადამიანის დაკარგვამ გამოიწვია.

თუ ოთხი სეზონი იმას დაახარჯეს, რომ დექსტერის საშინელი ცხოვრების სტილი ეჩვენებინათ, შემდეგ სეზონებში ყველაფერი პირიქით წავიდა. მერე იმაზე დაიწყო ,,საუბარი” თუ როგორი აუცილებელი იყო დამნაშავეების დასჯის საკუთარ თავზე აღება და მათი ხოცვა. სერიალს აზრი-ფილოსოფია შეუცვალეს. ბევრ მომენტში სერიული მკვლელი ლამის გმირივით გვევლინება.

იყო კიდევ ერთი პრობლემა – ყოველ სერიაში ჰარის გამოჩენა. მაყურებლები მისმა რამდენიმე წუთიანმა ბრძნულმა დარიგებებმა დაღალა. ბევრი ძალზე საინტერესო გმირი საერთოდ გაქრა – არტურ მიტჩელი, რიტა, დექსტერის დედა, მიგელ პრადო – ისინიც ჰარივით მკვდრები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ეს უკანასკნელი ჩანდა ყოველ სერიაში.

ახალ სეზონებში ახალი ხალხი მოჰყავდათ, როცა ბევრი საინტერესო-ცოცხალი გმირი დაიკარგა. მაგალითად სერიულ მკვლელ არტურ მიტჩელის შვილი – იონა მიტჩელი. უნდა ითქვას, რომ დექსტერი და იონა ერთმანეთს ცოტა გაურკვევლად დაშორდნენ. მიტჩელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ბევრს მისი ისტორიის გაგრძელების ნახვა სურდა.

ასევე წავიდა და აღარ დაბრუნდა ერთ დროს დექსტერის თანაშემწე და საყვარელი – ლუმენი.

საბოლოოდ დექსტერის პატიოსანი და, დებრა მორგანიც კი დამნაშავედ და მანიაკი ძმის დამხმარედ აქციეს.

სერჟანტი ჯეიმს დოქსი მხოლოდ ერთ სერიაში, ,,ფლეშბექში” ,,დააბრუნეს”. მაყურებელი სერიას მოუთმენლად ელოდებოდა.

სერიალს მოაშორეს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ანტონი – ბარის უფროსი, რომელიც დებრას შეყვარებული გახდა.

სერიალს ცოცხლებში და მკვდრებშიც იმდენი საინტერესო პერსონაჟი ჰყავდა რომ მათი გამოჩენით მაყურებლის ინტერესი გაიზრდებოდა.

ფინალმაც ყველაფერი გააფუჭა – გაბომჟებული დექსტერი. ის ტყეში ცხოვრობს, მის შვილს კი ცნობილი სერიული მკვლელი ზრდის.

დატოვე კომენტარი