შიშში დაკარგული

საშიში ისტორიები

ტეხასთან ახლოს, რეი ბლომპერს ცხენების ფერმა ჰქონდა. მდიდარი კაცი იყო და ოჯახი ჰყავდა. მეტი რა სჭირდებოდა ბედნიერებისთვის? ერთხელ კარგი ცხენი იყიდა. კონკურსზე მისი გაყვანა უნდოდა. ბლომპერის პატარა გოგონები, რეია და მარი გახარებულები იყვნენ.

მეორე დღეს მარის ადრე გაეღვიძა. საჯინიბოში წავიდა, რათა ახალი ცხენი გარეთ გამოეშვა. ცხენს შუბლზე რქის მსგავსი ნახატი ჰქონდა. გოგონამ პირჯვარი გადაისახა და ნახატი წითელი გახდა. მარიმ ცხენი გამოუშვა. ცხენი რამდენიმე წუთის მანძილზე დარბოდა. მერე წაიქცა და თითქოს ვეღარ სუნთქავდა. ცხენს პირიდან სისხლი გადმოსდიოდა. გველივით იკლაკნებოდა. უეცრად მერის ვიღაცამ კისერში კლანჭები ჩაურჭო. გოგონა ძირს დაეცა. ცხენი და მარი ცოცხლები აღარ იყვნენ.

ამ დროს რეი გარეთ გავიდა. აინტერსებდა რას აკეთებდა მისი პატარა მარი. ჯერ ეშმაკი დაინახა, მერე კი მკვდარი მარი და ცხენი.

კაცმა თქვა რაც დაინახა, მაგრამ ვინ დაუჯერებდა? ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. იქ ორი წელი იყო. მერე რეი გაიქცა.

თავის სახლში მიდიოდა. გადაწყვიტა რომ ცოლს საავადმყოფოდან გაქცევის შესახებ არაფერს არ ეტყოდა. კარებზე დააკაკუნა. კარი გაიღო. რეიმ ის ეშმაკი დაინახა, რომელმაც მისი შვილი და ცხენი მოკლა. ეშმაკს ხელში მისი ცოლის თავი ეჭირა. უკან კიდევ რამდენიმე ბოროტი სული იჯდა.

– შემოდი სტუმარო! – უთხრა ეშმაკმა. – თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, როგორც ჯოჯოხეთში.

შეშინებული რეი სახლში შევიდა. საშინელება დაინახა! მისი ცოლის სხეულის ნაწილები! სისხლი! შიშისგან დაიყვირა. მაჯაზე კლანჭები ჩამოუსვეს. მიიხედა და ისევ ის ეშმაკი დაინახა.

– მაგიდასთან დაჯექი რეი! – უთხრა ეშმაკმა.

კაცი მაგიდასთან დაჯდა. იქაც მისი ცოლის სხეულის ნაწილები იყო. ეშმაკები დასცინოდნენ და ეუბნეოდნენ, რომ ხორცი ეჭამა. რეი წამოდგა და გაქცევა სცადა. ეშმაკები დაეტაკნენ და მისი შეჭმა დაიწყეს. კაცი გაქცევას ცდილობდა, მაგრამ მისგან მხოლოდ სისხლი დარჩა.

დატოვე კომენტარი